ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
„ქართული ხელნაწერი“
19 – 28 ივლისი, 2016

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო  სკოლა „ქართული ხელნაწერი“ 2016 წლის 19 - 28 ივლისს.

საზაფხულო სკოლა გათვალისიწინებული იყო ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები, მაგისტრები და დოქტორები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

პროექტის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია. საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების - სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომლებიც შეესაბამება ცენტრის ძირითად მიმართულებებს.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.